პოლიტიკა
საქართველო ევროსაბჭოს მონიტორინგის ფაზიდან პოსტმონიტორინგის ფაზაში უნდა გადავიდეს - თამარ ჩუგოშვილი
ქართველი დეპუტატებისგან შემედგარი დელეგაცია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის საგაზაფხულო სესიას დაესწრება.
სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, დააფიქსიროს პოზიცია, რომ ქვეყანა ევროსაბჭოს მონიტორინგის ფაზიდან უნდა გადავიდეს პოსტმონიტორინგის ფაზაში.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ამის საშუალებას ქვეყანაში განხორციელებული სხვადასხვა რეფორმა და პოზიტიური შეფასებები იძლევა.
„შუალედერ პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის, რომ საქართველო დამსახურებულად გამოვიდეს და ამოვიდეს მონიტორინგის ფაზიდან და გადავიდეს პოსტმონიტორინგის ეტაპზე. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით, ნამდვილად ვიმსაუხურებთ ამ წისნვლას და პროგრესს და ჩვენ ყველა შეხვედრაზე ამ საკითხს ვაყენებთ,“-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ბრიუსელშივე მყოფ „ევროპული საქართველოს“ წევრს გიორგი კანდელაკს პოსტმონიტორინგის ფაზაში გადასავლის პერსპექტივა არარეალისტურად მიაჩნია.
„საპარლამენტო ასამბლეას რამდენჯერ აქვს გამოთქმული კრიტიკული შეხედულება საქართველოს შიგნით „ქართული ოცნების“ მოღვაწეობაზე, ამიტომ, მე ნაადრევად მეჩვენება და არარეალისტურად, ყოველგვარი სპეკულაცია, მონიტორინგის პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კანდელაკმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


