პოლიტიკა
საქართველო ევროპული ქვეყანაა და ვიზის ლიბერალიზაცია იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა - სებასტიან კურცი
საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ, მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი აღიარებულია, როგორც ეუთოს, ისე - სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
სებასტიან კურცმა გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ ვიზის ლიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ვიზის ლიბერალიზაცია იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულების პროცესში მხარდაჭერისთვის, ავსტრიას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რეპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


