პოლიტიკა
საქართველო ევროკავშირის წევრი მინიმუმ 2019 წლამდე ვერ გახდება - ანდრეს მამიკინსი
ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თანხმობის დღევანდელ ხელმოწერას ულოცავს.
როგორც საკითხის კომენტირებისას მამიკინსმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
„ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს არის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი. ხალხთაშორის ურთიერთობა, ჩემი აზრით, ვაჭრობის სფეროსთვის დიდი სტიმულია. გარდა ამისა ,მას მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ერთი სიტყვით, ეს არის ევროკავშირისა და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“,-განაცხადა ევროპარლამენტარმა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ანდრეს მამიკინსმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოქმედიმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, გაფართოება არ იგეგმება.
შესაბამისად, მამიკინსკის თქმით, შესაძლოა 2019 წლიდან ამ მიმართულებით სრულიად ახალი ვექტორი ვიხილოთ.
„თუ მეკითხებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტვაზე, ვიცი, რომ ეს ქართული მედიისთვის ნომერ პირველი საკითხია. შეგახსენებთ ჟან-კლოდ იუნკერის წერილობით განცხადებას, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში გაფართოება არ იგეგმება. მაგრამ, იუნკერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე მიღწეული შედეგი სავსებით დამაკმაყოფილებელია. 2019 წელს ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შესაძლოა ვიხილოთ ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით სრულიად ახალი ვექტორი“,-აღნიშნა მამიკინსმა.
დღეს, ევროპაპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტს მოეწერება ხელი.
პროცედურების თანახმად,დღევანდელი ხელმოწერის შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეგულაცია ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ბიომეტრიული პასპორტით, შენგენის ზონაში, მოკლევადიან ვიზიტებს უვიზოდ განახორციელებენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


