პოლიტიკა
საქართველო ევროჯასტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სისტემა ევროჯასტის ექსპერტებს შეხვდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, ალექსანდრე ბარამიძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის გააქტიურება კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საქართველოს იუსტიციის სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, შექმნას ევროკავშირთან რეგულაციების ერთიანი სივრცე და მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროჯასტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდება. შეხვედრას ასევე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე და მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ესწრებოდნენ.
ევროჯასტი (Eurojust) იუსტიციის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოა, რომლის ძირითადი დანიშნულება სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქმიანობის კოორდინაციაა, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. მასთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას ქართული მხარე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა. საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წელს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და ევროჯასტის პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან შეხვედრისას იქნა მიღებული. ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოსთან ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მჭიდრო კავშირში იქნება ევროპის მართლმსაჯულების სისტემასთან; ქართველი მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენლები საკუთარ საქმიანობას განახორციელებენ ევროპული მაღალი სტანდარტის შესაბამისად და ითანამშრომლებენ ევროპელ კოლეგებთან ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


