პოლიტიკა
საქართველო ეუბნება რუსეთს, რომ დიპლომატიური ურთიერთბა უნდა აღდგეს, ოღონდ ტერიტორიების თემის მოხსნის შემდეგ- რამაზ საყვარელიძე
ანალიტიკოსის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იმისათვის, რომ იბრძოლო მოწინააღმდეგის გინება აუცილებელი არ არის.
ამის შესახებ საყვარელიძემ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების გაღრამვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ანალიტიკოსმა მაგალითად მეფე ერეკლე მეორე მოიყვანა. საყვარელიძის თქმით, ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი აქტიური ფიგურა იყო, რომელიც მუსულმანებთან იბრძოდა, მაგრამ მას ევროპული მუნდირი ეცვა, თავზე კი ჩალმა ეხურა. საყვარელიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ჩაცმულობა იყო დიპლომატიური ნაბიჯი.
„აუცილებელი არ არის რომ იბრძოლო - იგინო. ნაციონალებს ქონდათ ეს პოლიტიკა,რომ მთავარია სიტყვა იყოს რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი, იგივე რუსეთის მიმართ, ოღონდ საქმით გააკეთა ის რაც ვიცით, მისცა ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები“,-განმარტა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ახლა ამის საწინააღმდეგო ხდება.
„ყველა ტიპის შეხვედრაზე ქართული მხარე თავის პრეტენზიას აფიქსირებს დასავლეთთან, ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს, რომ ახალი აგრესია არ გამოიწვიოს. მაგრამ სიტყვით იძახის, რომ კი უნდა აღდგეს დიპლომატირუი ურთიერთობა, ოღონდ მას მერე, რაც ტერიტორიების და ანექსიის თემა გადაწყდება. ანუ პრინციპულობა არ მცირდება და ტექსტის და რიტორიკის სტილი აღარ არის აგრესიული. ეს რაციონალური პოლიტიკაა და უფრო შედეგიანი შეიძლება არ იყოს იმ მხრივ, რომ რუსეთს ამით ვერ წააქცევ, მაგრამ შედეგანი შეიძლება იყოს იმ მხრივ, რომ უფრო დიდ უბედურებას არ გამოიწვევს, ვიდრე იწვევდა. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სიტყვის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


