პოლიტიკა
საქართველო და უკრაინა კონცენტრირებული არიან რეფორმებზე - იენს სტოლტენბერგი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს ღია კარის პოლიტიკას და მზად არის ახალი წევრების მისაღებად, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენგერგმა კანადაში ვიზიტისას, რომლის ციტატასაც ,,უკინფორმი“ ავრცელებს.
,,ნატო-ს კარი ღიაა და ამის საუკეთესო დამადასტურებელი არის ის ფაქტი, რომ ,,ცივი ომის“ დასასრულიდან დღემდე ალიანსის წევრების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამასთან, ამა წლის გაზაფხულზე ნატო-ში გაწევრიანდა მონტენეგრო და წევრების რაოდენობა 28-დან 29-მდე გაიზარდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას ეხებოდა.
აქვე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭიროა, ქვეყანა გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
,,საქართველო და უკრაინა ამჟამად სწორედაც კონცენტრირებული არიან რეფორმებზე: საკუთარი თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიის გაძლიერებაზე. ნატო და მოკავშირეები ეხმარებიან ამ რეფორმების განხორციელებაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მესამე მხარეს ჩარევის უფლება არ აქვს.
,,ბოლოს და ბოლოს ჩვენი 29 წევრი გადაწყვეტს, მოიწვიოს თუა არა ალიანსში ახალი წევრი, არავის სხვას ჩარევის და ვეტოს დადების უფლება ამ პროცესზე არ აქვს. თითოეულ სახელმწიფოს გააჩნია სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, ალიანსს კი შეუძლია გადაწყვიტოს, გაფართოვდეს თუ არა“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


