პოლიტიკა
საქართველო და სომხეთი `მეგობრობის ხიდის` მშენებლობას იწყებენ (ვიდეო)
საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, - ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაათვალიერეს.
ხიდი საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, მდინარე დებედზე, საქართველო-სომხეთის საზღვრის, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 4-ზოლიან პარამეტრებში, 2 წელიწადზე ნაკლებ დროში აშენდება.
რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები, საქართველოს მიერ უკვე დაწყებულია.
"მეგობრობის ხიდის" მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გიორგი კვირიკაშვილმა 2014 წლის 24 დეკემბერს, ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში, ერევანში ვიზიტისას, სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ, გაგიკ ბეგლარიანთან ერთად მოაწერა ხელი.
დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახლად გახსნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რუსთავი-სადახლოს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან ერთად, უზრუნველყოფს სომხეთიდან და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან და ხელს შეუწყობს რეგიონული სატრანსპორტო ქსელის მდგრად და კონკურენტუნარიან განვითარებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


