პოლიტიკა
საქართველო და კვიპროსი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.
საქარტველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვის წერილში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კვიპროსელ კოლეგას საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც საერთო ფასეულობებზე და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული, მუდმივად ვითარდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირები წლების განმავლობაში მხოლოდ გაღრმავდება, ქართველი და კვიპროსელი ხალხის საკეთილდღეოდ“ - ნათქვამია მისალოც წერილში.
მიხეილ ჯანელიძე წერილში საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და კულტურულ ერთობაზე საუბრობს, რომლის სიმბოლოსაც შუასაუკუნეების ღალიას მონასტერი წარმოადგენს. მინისტრი ასევე კმაყოფილებით აღნიშნავს ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას კულტურის სფეროში და ხაზს უსვამს, რომ კულტურულ გაცვლასა და მდიდარ ტრადიციებს დიდი წვლილი შეაქვს ხალხთაშორის კონტაქტების გაძლიერებაში. ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებულ პირდაპირ ფრენებს.
დოკუმენტში მიხეილ ჯანელიძე კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საქართველოსა და კვიპროსს შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიურდება, ორივე ქვეყნისათვის საინტერესო, სხვადასხვა მიმართულებით.
წერილის დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოთქვამს სურვილს, რომ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ხელშესახებ, მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაში გადაიზარდოს, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თავის მხრივ, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იოანის კასულიდისი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ულოცავს მიხეილ ჯანელიძეს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს. წერილში მინისტრი აღნიშნავს, რომ 1992 წლის შემდეგ საქართველოსა და კვიპროსს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა. კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ 25 წლის განმავლობაში, ახლო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობები კონსოლიდირებული გახდა, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები, მრავალ სფეროში, მაღალი დონის ურთიერთგაგებაზე დაფუძნდა.
„ჩვენი მეგობრობა უძველესი კულტურული კავშირებით, სითბოთი და იმ ნდობითაა განმტკიცებული, რომელიც ჩვენი ქვეყნების ხალხებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ“, - აღნიშნულია კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.
წერილის დასასრულს იოანის კასულიდისი კიდევ ერთხელ ადასტურებს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის მზადყოფნას, გააძლიეროს საქართველოსა და კვიპროსს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და კვიპროსის რესპუბლიკა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს 2017 წლის 9 ივლისს აღნიშნავენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


