პოლიტიკა
საქართველო და აზერბაიჯანი განათლების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგას სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეა გააცნო, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროების წარმომადგენლებით და უნივერსიტეტების რექტორებით დაკომპლექტდება. საუბარი შეეხო ასევე სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების გაფართოებას და ყველა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა გამოთქვა მზაობა, აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ქართველი და აზერბაიჯანელი მეცნიერების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოებას.
აზერბაიჯანელმა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისთვის. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ქართულ მხარესთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, რათა ყოველ ჯერზე დროულად მოხდეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსწავლეების მშობლიური ენის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
მხარეებმა იმ კონრეტულ ნააბიჯებზე იმსჯელეს, რაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე პედაგოგების კვალიფიკაციაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. ეს კი, თავის მხრივ, რეგიონში სწავლა-სწავლების ხარისხს გაზრდის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


