პოლიტიკა
საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა - რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ არის მზად ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნისთვის. ამის შესახებ მან 14 დეკემბერს გამართულ პირდაპირ ეთერში ისაუბრა, რა დროსაც იტუმ-ქალი (ჩეჩნეთი) - შატილი (საქართველო) მიმართულებით გზის მშენებლობის შესახებ კითხვას უპასუხა.
კადიროვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დოკუმენტები ადრე გაფორმდა, საქართველოს პოზიცია პროექტის განხორციელების საშუალებას არ იძლევა. მისი განცხადებით, მეზობელი ქვეყანა არ გამოთქვამს სურვილს, რომ გზამ საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს.
“სინამდვილეში, საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები გაფორმდა და ყველაფერი გაკეთდა. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობლებს ჯერჯერობით არ სურთ, რომ გზა საქართველოზე გადიოდეს,” - თქვა კადიროვმა.
როგორც EADaily წერს, ჩეჩნეთში პერიოდულად კვლავ განიხილავენ საქართველოსთან სახმელეთო კავშირის შექმნის საკითხს, თუმცა პროექტი პრაქტიკულ ეტაპზე არ გადასულა. აღნიშნული გზა არგუნის ხეობის ზედა ნაწილში, იტუმ-ქალიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე უნდა გავლებულიყო. მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, თუმცა ორი წლის შემდეგ საქართველოს პოზიციის გამო შეჩერდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ თბილისი ჩეჩნეთთან ავტომაგისტრალის საშუალებით დაკავშირების საკითხს არც ადრე განიხილავდა და არც მომავალში გეგმავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


