პოლიტიკა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის ალბათობა დაბალია, მაგრამ არსებობს - გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე პრესკონფერენცია გამართა.
მინისტრის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთის ალბათობა დაბალია, მაგრამ არსებობს.
„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრე პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ამ ეტაპამდე ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუხთარლის საზღვრის გადაკვეთის წინასწარ შემუშავებული სქემა ჰქონდა და ის რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანში. მინისტრის თქმით, შსს-სთვის ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა აზერბაიჯანულ მხარეს წინასწარ ინფორმაცია, რომ მუხთარლი საზღვრის გადაკვეთას აპირებდა.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევასა და მუხთარლის ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის ინფორმაციას, რომ მუხთარლი ძალის გამოყენებით გაიტაცეს და ამაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ სუს-ის თანამშრომლები. მღებრიშვილმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობა გამორიცხა. მისი თქმით, ეს ვერსია ზოგიერთმა პირმა აიტაცა და მოხდა მისი ტირაჟირება, რაც გადაიზარდა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციაში.
მან მოუწოდა მედიასა და საზოგადოებას, გამოძიების დამთავრებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.
31 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 მაისს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე მუხთარლი ბალაქანის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.
გუშინ მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ჰადიჯა ისმაილიმ დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


