უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მაისი, 2018 14:50
font-size

საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებით მდიდრდება - გიორგი კვირიკაშვილი

რეგიონში საქართველოს პოზიციიდან და აშშ-თან ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.

მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის შედეგად, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებით მდიდრდება.

,,აშშ-ში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებზე ორიენტირებული ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებით აღინიშნა.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დელეგაციისთვის უდიდესი პატივი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სტუმრობა მის პირად რეზიდენციაში, სადაც განხილული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკულად ყველა საკითხი. შედგა ძალიან ხანგრძლივი, დეტალური მოლაპარაკებები და მინდა, დიდი მადლიერების გრძნობით აღვნიშნო, რომ ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით. ეს გახლავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრირების, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით და რა თქმა უნდა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ამ კუთხით საერთაშორისო ძალისხმევისა და აშშ-ის მაკონსოლიდირებელი როლის კიდევ უფრო გაძლიერება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო მდივანი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეხვდა, რაც ასევე არის ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენ ერთობლივი განცხადებებით გავხსენით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის მოწოდება რუსეთს ფედერაციის მიმართ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული; დაფიქსირდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობა. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნატოს ბრიუსელის ივლისის სამიტის მოახლოების გათვალისწინებით და დიდი იმედი გვაქვს, ასევე კონკრეტულინ აბიჯები იქნება გადადგმული ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, გაიმართა ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა კონგრესში, სენატში. შევხვდით წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებს და ყველას მხრიდან ერთხმად აღინიშნა განუხრელი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

ვიზიტის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომლებიც ეძღვნებოდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე აღვნიშნეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისა, რომ საქართველომ აშშ-თან დაიწყოს თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები. დღეს კონკრეტული შემდგომი ნაბიჯების შესახებ სპეციალურად არ მინდა განვაცხადო, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მიღწეული იქნება პროგრესი.

ასევე, უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც საუბარი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით აშშ-ის დახმარების კიდევ უფრო გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ.

ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო, რაც ჩვენ ნამდვილად გვახარებს. მინდა, ვიზიტის მაღალ დონეზე მომზადებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს, პირადად ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს და საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს“, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი