პოლიტიკა
საქართველო აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას მიესალმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ მიესალმებიან ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფს.
მისი თქმით, აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ჩანაწერი გასულ წელს გაჩნდა და რა თქმა უნდა, კარგი იქნება იგივე ჩანაწერი ამ წლის საბიუჯეტო კანონშიც თუ იქნება მიღებული.
„უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ბიუჯეტის კანონში ჩანაწერი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, გასულ წელს გაჩნდა და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საკანონმდებლო ორგანოსთან, ამერიკის კონგრესთან მუშაობის ისე წარმართვა შევძელით, რომ ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი დაფიქსირებულიყო, მაგალითად, როგორიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაა. ასევე, ამერიკის მხრიდან სანქციები იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ოკუპირებულ რეგიონებთან რაიმე შეხება ან კონტაქტი აქვთ. მივესალმებით თუ, რა თქმა, უნდა იგივე ჩანაწერი საბოლოო ჯამში, ამ წლის საბიუჯეტო კანონშიც იქნება მიღებული“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ჯანელიძის თქმით, თავდაცვის მიმართულებით შემუშავებულია სამწლიანი გეგმა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ მივესალმებით იმ ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის გამოყოფს. განსაკუთრებით თავდაცვის მიმართულებით, ეს უპრეცედენტო თანამშრომლობაა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. შემუშავებულია სამწლიანი გეგმა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზეა ორიენტირებული და ამ პროცესში, ტექნიკურ დახმარებასთან და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება იყო მიღებული შესაბამისი შეიარაღების საქართველოსთვის გადმოცემის კუთხით, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. ამათან ერთად, ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესში 1.3 ტრილიონი დოლარის ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში საქართველო დახმარების სახით 105 320 000 დოლარს მიიღებს.
კონგრესმა ბიუჯეტი პარასკევამდე უნდა მიიღოს, მერე დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


