პოლიტიკა
საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის, ქართველ ხალხს თუ რაიმე აღიზიანებს, არის ის, როცა ზემოდან უყურებენ, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება - შალვა პაპუაშვილი
საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, გამჭვირვალობის რეესტრში რატომ არ რეგისტრირდება აქტივისტ ანანო ცინცაბაძის ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდ PL საქართველო“, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს.
„რამდენადაც ვიცი, მედიიდან რაც გაირკვა, ეს არის პოლონეთის მთავრობის ორგანიზაცია. ყველანაირად ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომლის მიხედვითაც, უცხოური ორგანიზაციაა, ფუნქციონირებს საქართველოში და უნდა დარეგისტრირდეს. როდესაც უცხოური ორგანიზაციები ასე იქცევიან, პატივს არ სცემენ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას, ეს რა თქმა უნდა, არის გამაოგნებელი და ამით გარკვეულ ტონსაც აძლევენ შემდეგ მათგან დაფინანსებულ ადგილობრივ ორგანიზაციებს. ამიტომ, ამას უკვე პოლონეთის საელჩომ უნდა უპასუხოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე სხვა საელჩოებმა, ორგანიზაციებმა თუ პოლიტიკოსებმა უნდა დაანებონ ქართველ ხალხისთვის ზემოდან ყურებას.
„საქართველო არავისთვის არის დაბალი ღობე, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. ქართველ ხალხს თუკი რაიმე აღიზიანებს, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, არის ის, როცა მას ზემოდან უყურებენ. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია ჩვენ არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც ყველა რეიტინგთან შედარებით საქართველო მათ უსწრებს სხვადასხვა მიმართულებით და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. ამიტომ, იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გაირკვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით ფინანსდება ადამიანი, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ცინიკურად, ქილიკით საუბრობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეული პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე.
„აქ გარკვეულ პარალელებსაც ვხედავთ იმასთან, რაც დღეს ამერიკაში ხდება. ლიბერალების მხრიდან, როდესაც ქილიკობენ ადამიანის სიკვდილზე, ზუსტად იგივე მორალის, იგივე სახის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქართველოში საუბარი. ფაქტია, რომ მათ ეს ადამიანი ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი შეიძლება, ევროკავშირის ელჩმა არ იცოდა, რომ ის აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანების გარდაცვალებაზე, მაგრამ ხომ გაიგო, რამდენიმე დღეა. იმ განცხადებებზე ალბათ უარესია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ჰერჩინსკისგან ვხედავთ. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაზეც ვსაუბრობდით. ერთი მხრივ, როდესაც კარგი საქმეები კეთდება მათი დაფინანსებით, ამით თავს იწონებენ, ფოტოებს იღებენ, მაგრამ ირკვევა, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები პოლიტიკური მკვლელობისკენ მოუწოდებენ, იქ ჩუმდებიან და ემალებიან ქართულ საზოგადოებას. ჩემი სურვილი იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ პაველ ჰერჩინსკი დაემალოს ქართველ ხალხს, უპასუხოს ამ კითხვებს. კითხვა მარტივია – აპირებს თუ არა ის, გააგრძელოს იმ ადამიანის დაფინანსება, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკური მკვლელობისკენ და ქილიკობს ადამიანის სიკვდილზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


