პოლიტიკა
საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და მას აქვს შემოსაზღვრული ფინანსური შესაძლებლობები,ასე რომ, ამასაც უნდა ანგარიშის გაწევა- გუგული მაღრაძე
პარლამენტარ ზაზა პაპუაშვილის განცხადებას, რომ უნდა დამთავრდეს ენის მოჩლექით საუბარი გუგული მაღრაძე გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კრიტიკა დასაბუთებული და რეალისტური უნდა იყოს.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, პაპუშვილის ნათქვამი საზოგადოებამ ისე გაიგო, კრიტიკული აზრი აღარ ისმის ქართული ოცნებიდანო, მაღრაძემ აღნიშნა, რომ ბატონი ზაზა ესწრება უმრავლესობის შეხვედრებს და ხედავს უამრავი კრიტიკული აზრია გამოთქმული.
„ყველა კრიტიკულ აზრს ჩვენ საჯაროდ ვერ გამოვიტანთ. არის აზრები, რომლებიც ჯერ შიგნით უნდა შეჯერდეს და შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.იმიტომ არ არის ყველა შეხვედრა საჯარო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტიკული აზრის გამოხატვის საშუალება“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
გადაცემაში დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანგარიში უნდა გავუწიოთ ფაქტს, რომ საქართველოს შემოსაზღვრული ფინანსური რესურსები აქვსო.
"აღმასრულებელი ხელისუფლება კიდეც უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გავუგოთ, რადგან საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და მას აქვს შემოსაზღვრული ფინანსური შესაძლებლობები. ასე, რომ ამასაც უნდა ანგარიშის გაწევა. ბევრი რამ შესაძლოა გვინდოდეს როგორც პარლამენტარს და როგორც მოქალაქეს, მაგრამ ამის მიღწევა ერთ და ორ დღეში არ ხდება. მთავარია, როგორც პრემიერმა თქვა, ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ... ჯადოსნური ჯოხით ვერ გავთავისუფლდებით ამ პრობლემებისგან,“-აღნიშნა მაღრაძემ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


