პოლიტიკა
საქართველო-ამერიკის ურთიერთობა რუსეთის ხარჯზე არ დაზიანდება - დავით ბაქრაძე
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. როგორც მან ტვ „პირველის“ განაცხადა, რომ არ ვარაუდობს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საქართველოსადმი მხარდაჭერის შესუსტებას რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორების ხარჯზე.
„ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ შესაძლებლობებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა მყარი რწმენა გვაქვს, რომ ის არ განვითარდება საერთაშორისო სამართლის ნორმების ხარჯზე და საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა ამ მხრივ არ დაზიანდება“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საელჩოს აქვს მყარი კომუნიკაცია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, ასევე საქართველოს მხარე ატარებს შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენლებთან, სენატორებთან და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


