უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 11:25
font-size

საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას სამხედრო აღმშენებლობის ძალზე კარგად გააზრებული გრძელვადიანი ხედვა აქვს.

როგორც კობახიძემ თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თავდაცვის უწყებას აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც საქართველოს თავდაცვითი რესურსების არსებით გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

”საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს რეფორმებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და შესაბამისი ინსტიტუციების განსავითარებლად.

მსურს, აღვნიშნო, რომ ამ რეფორმების ეფექტიანობა განსაკუთრებით ხელშესახები გახდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თავდაცვის სფეროს სათავეში ჩაუდგა მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.

თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას აქვს სამხედრო აღმშენებლობის ძალზე კარგად გააზრებული გრძელვადიანი ხედვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც უსათუოდ, საქართველოს თავდაცვითი რესურსების არსებით გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტს, თავის მხრივ, აქვს რესურსი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში. ამისათვის, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ეფექტიანად ასრულებს თავის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციებს.

საქართველოს პარლამენტი კვლავაც მხარს დაუჭერს თავდაცვის სფეროს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას.

ყველასათვის ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომა, რომლის თანახმად თავდაცვაზე სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ს უნდა ხარჯავდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში ამ სტანდარტის დაცვას”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი