პოლიტიკა
საქართთელოს პრეზიდენტი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოსტას შეხვდა.
მთავარ განსახილველ საკითხებში შედიოდა სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - განვითარება და ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება არა მხოლოდ გააფართოებს, არამედ სარგებელს მოუტანს ქართულ-პორტუგალიურ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული პროექტები, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარების მნიშვნელობა და იმსჯელეს საქართველო - პორტუგალიის, როგორც ორ საზღვაო ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტების ინტენსიფიკაციაზე.
გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და აშშ-ის პრეზიდენტის აქტის მნიშვნელობაზე, რომელიც აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთზე მუდმივი ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობა და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად პორტუგალიას 1-ელ ოქტომბერს ეწვია.

საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


