სამართალი
საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიასტან აქციაზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დედაქალაქის მერიასთან აქციაზე დაკავებული პირები სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოწმეები დაიკითხებიან.
როგორც დაკავებულების ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმა პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, მტკიცებულების სახით წარდგენილ ვიდეომასალაში დაკავებულების ბრალეუობა არ ვლინდება.
„მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიკიხთებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე ჩვენ გვყავს წარმოდგენილი სამი მოწმე, რომლებცი ასევე დაიკითხებიან. მოხდება ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ ეს ვიდეომასალა შესწვალილი გვაქვს და იქ არანაირი სამართალდარღვევა არ ფიქსირდება, არც წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა და არც პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობა. ყველა საქმე არის შეთითხნილი, რადგან ერთიდაიგიე ახსნა - განმარტება აქვს სხვადასხვა პირობებში დაკავებულ პირებზე და ერთიდაიგივე რამეს ედავებიან“,-განმარტა ადვოკატმა.
2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თავისუფლების მოედანსა და თაბორის მთაზე ტერიტორიის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


