სამართალი
საქალაქო სასამართლოს შემდეგ, ე.წ ციანიდის საქმის სხდომები სააპელაციო სასამართლომაც დახურა
სააპელაციო სასამართლომ ე.წ ციანიდის საქმის სხდომები დახურა.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, სხდომების დახურვა საჭიროა იმიტომ, რომ საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილეებს, მათ პირად ცხოვრებას, ასევე მართმსაჯულების ინტერესებს არ მიადგეს საფრთხე.
„თუ სააპელაციო სასამართლომ არ დახურა სხდომა, აზრი დაეკარგება როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებულ ყველა ლეგიტიმურ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა პროკურორმა.
დღეიდან ე.წ ციანიდის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლომ დაიწყო.
სხდომის დაწყებისთანავე საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან გიორგი მამალაძის თქმით, იგი „ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


