სამართალი
საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ოდენობის ქონება ჩამოართვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება ჩამოართვა.
რჩეულიშვილს ქონება თაბუკაშვილის ქუჩის ეპიზოდისთვის ჩამოერთვა. მაია რჩეულიშვილის გარდა, ამ ეპიზოდისთვის ბრალდებულები არიან რუსუდან კერვალიშილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია.
აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 ათასი ლარი ჰქონდა შეფარდებული, თუმცა პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი,მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს.
ახალი ბრალი პროკურატურამ რჩეულიშვილს რამდენიმე დღის წინ წაუყენა. გამოძიება მაია რჩეულიშვილს ამჯერად 236 177 ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება დიღომში მშენებარე საცხოვრებელ სახლს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


