პოლიტიკა
საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ვჩქარობთ - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, გადაწყვეტილება აგვისტოს განმავლობაში მიიღოს, რის შემდეგაც საარჩევნოდ მოსამზადებლად ორთვიანი პერიოდი ექნებათ.
„სხვებს დასახელებული ჰყავთ კანდიდატები, შესაბამისად, შეგვიძლია, კარგად შევაფასოთ მათი მინუსები, პლუსები და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია. როდესაც ჩვენმა კონკურენტებმა არ იციან, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, ასეთ დროს გვაქვს ფარდობითი უპირატესობა, ეს არის უმარტივესი, წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არ გვეჩქარება კანდიდატის დასახელება, შეგვიძლია, აგვისტოს განმავლობაში მივიღოთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, დაახლოებით ორთვიანი პერიოდი გვექნება საარჩევნოდ მომზადებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


