პოლიტიკა
საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა, ჯერჯერობით არ ჩანს- დავით ზურაბიშვილი
რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა, ჯერჯერობით არ ჩანს.
„კარგი იქნებოდა მონახულიყო ისეთი კანდიდატი, რომელიც სახელისუფლო კანდიდატს გაუწევდა სერიზულ წინააღმდეგობას. სახელისუფლებო კანდიდატი ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი, რადგან ხალხი როდესაც ხმას აძლევს ხელისუფლებას, რეალურად ხმას აძლევს ბიძინა ივანიშვილს“-ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების საკითხს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დომინირებით შექმნილი კანდიდატი, სახელისუფლებო კანდიდატის საპირწონე ვერ იქნება.
„საპირწონე კანდიდატი ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის დომინირებით შექმინილი კანდიდატი. იმ გაერთიანებაში, რაც ჩვენ ვნახეთ, აშკარა დომინანტი არის ნაციონალური მოძრაობა. ქვეყანა არის პოლარიზებული. საზოგადოება „ნაცებად“ და „ქოცებადაა“ გაყოფილი. აქეთ არის ხელისუფლება, რომლის მიმართ უკმაყოფილება მზარდია, მაგრამ საპირწონე კვლავ რჩება წინა ხელისუფლება - ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი ევროპული საქართველოს სახით. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მათი მოსვლა პრინციპულად მიუღებელია,“-აღნიშნა ზურაბიშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრს სააკაშვილის გარშემო გაერთიანება წარმოუდგენლად მიაჩნია.
„ყველა არჩევნებმა დაადასტურა, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლების მომხრეების ხმები არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის. ამ სიტუაციის გარღვევისთვის ის ამომრჩველი, რომელიც არ იყო ნაციონალური მოძრაობის მომხრე, მათი დიდი ნაწილი უნდა გახდეს ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერი. ისინი ერთად უნდა დაუპირიპირდნენ ხელისუფლების კანდიდატს. თუმცა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების თვალში რეიტინგული იქნება, არ ჩანს. მე სააკაშვილის ფიგურის გარშემო წარმოუდგენელი მგონია გაერთიანება,“-აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


