პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გათვალისწინებული
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
როგორც ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა, აღნიშნული თანხა სხვადასხვა მიმართულებებისთვის არის გათვალისწინებული.
კერძოდ, გათვალისწინებულია საარჩევნო ადმინისტრაციის, საუბნო კომისიების წევრების ანაზღაურების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების, სატელევიზიო ეთერში პარტიების რეკლამებისთვის, სხვადასხვა სახის ტრენინგებისთვის ხარჯები.
„საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად მომზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, უკვე ძალიან ბევრი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების ტრენინგები ჩავუტარეთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ასევე იურისტების ტრენინგი მიმდინარეობს, ამავდროულად ჩვენ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ ახალგაზრდებისთვის და ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებს უფრო მეტად მომზადებული შევხვდებით, ვიდრე აქამდე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


