პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით 15-მდე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული
საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი, 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, როგორც ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
„ჩვენ ვცდილობდით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მთელი მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, როგორც სამართალდამცავ უწყებას, შეგვენარჩუნებინა. მარნეულში მომხდარ ინციდენტზე ორი პირი იმ დღესვე დავაკავეთ, ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მეორე „ქართული ოცნების“. გამოძიებები მიმდინარეობს, ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, ვინც არჩევნების დროს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურს, რადგან არ გვინდოდა პროცესების ჩაშლა. ამომრჩევლისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. შესწავლა მიმდინარეობს, თუ ფაქტები დადასტურდება, რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


