სამართალი
საპატრიარქოს იურისტი მეუფე იაკობის ინფორმაციას, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა - ეთანხმება
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეთანხმება.
მეუფე იაკობმა დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.
"უფალო, დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შემდეგაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე და როგორც მოსიყვარულე მამამ, არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ და მე არ მჭირდება და არც შენ არ გჭირდება, უფალო, უდანაშაულობის პრეზუმპცია. ვიცით, რაც ხდებოდა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი. მადლიერი ვართ შენი, რომ აარიდე იმ აზრს და თუ შეინანებენ, აბსოლუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.
როგორც ედიშერ ქარჩავამ „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ის ეთანხმება მეუფე იაკობის ნათქვამს, „ალბათ მეუფეს აქვს ამის თქმის საფუძველი და ამაზე აქვს გარკვეული ინფორმაცია“.
„მე სრულიად ვეთანხმები მეუფე იაკობის პოზიციას. ჩვენ გვავიწყდება ხშირად, რომ არსებობს სამართლებრივი კანონმდებლობა და არსებობს საეკლესიო სამართლის ნორმები. ამიტომ, მღვდელმთავარს ყოველთვის აქვს უფლება სინანულისაკენ მოუწოდოს სასულიერო პირს. საზოგადოების გარკვეული ფენებისათვის, ყველასთვის ყველაფერი კარგად არის ცნობილი. ვინ რას გეგმავდა, ვის უნდოდა პატრიარქის გაყვანა და ვის გამორჩევა უნდოდა - ყველამ ყველაფერი იცის. უბრალოდ, უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ არღვევს ვერავინ, ამიტომ კონკრეტულად ვერ ასახელებენ რაღაც გარემოებებს“,-აღნიშნაა საპატრიარქოს იურისტმა.
კითხვაზე, „იზიარებთ პოზიციას, რომ მზადდებოდა პატრიარქის მკვლელობა?“, ედიშერ ქარჩავა პასუხობს, რომ „იზიარებს“.
„მე ვიზიარებ მეუფე იაკობის პოზიციას. ალბათ მას აქვს ამის საფუძველი და ამაზე აქვს გარკვეული ინფორმაცია, ამიტომ მღვდელმთავარს აქვს იმის უფლება, რომ მოუწოდოს სასულიერო პირს სინანულისკენ. მეუფე ყოველთვის ამბობს და ადასტურებს იმ ინფორმაციას რაც მას გააჩნია.
საზოგადოების გარკვეული ფენებისათვის - ეს იქნება სამთავრობო, საეკლესიო, საზოგადოების გარკვეული ფენებისათვის, თუნდაც ადვოკატებისათვის მეტი ინფორმაცია არის ცნობილი. მე შემიძლია დავეყრდნო მეუფეს ინფორმაციას“,-აღნიშნა იურისტმა.
ამასთან, მისი თქმით, იგი გამოძიებას ენდობა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


