უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2016 17:25
font-size

საპატრიარქოს დელეგაცია მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას - ჯეიმს აპატურაი

ამ შეხვედრიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საპატრიარქოს დელეგაცია მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას, - განცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, სადაც საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა.

,,საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა უდიდესი პატივია. ამ სახის ვიზიტი პირველად განხორციელდა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისში პატრიარქს შეხვდა და ეს ვიზიტი ამ შეხვედრის გაგრძელებაა.

სასულიერო პირების დელეგაცია კარგად იყო მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებული და სიღრმისეული საუბარი შედგა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს გამოწვევებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე. ასევე ვისაუბრეთ, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ამ შეხვედრიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საპატრიარქოს დელეგაცია მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საბოლოო ჯამში ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო’’, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ჯეიმს აპატურაიმ.

თავის მხრივ, ბრიუსელში ვიზიტის მნიძვნელობაზე ისაუბრა შეხვედრის შემდეგ ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ.

,,ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი თბილი შეხვედრა. საკმაოდ ფართო და დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ ალბათ გვექნება კიდევ ფართო ინფორმაცია ევროპული სტრუექტურებიდან ამ ურთიერთობაზე’’, - განაცხადა დელეგაციის წარმომადგენელმა.

საპატრიაქროს დელეგაცია მოინახულებს ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოს და შეხვდებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი