საზოგადოება
„საპარტნიორო ფონდსა“და სოხუმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„საპარტნიორო ფონდსა“ და სოხუმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სოხუმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი და აფხაზი სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში სტაჟირების პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან და სტარტაპ პროექტების სპეციფიკას გაეცნობიან.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სოხუმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს. ხელმოწერა „საპარტნიორო ფონდში“ შედგა. დავით საგანელიძის თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ წარჩინებულ სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებასა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.
„უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სტუდენტების ჯგუფი იმ საწარმოებში გაივლის სტაჟირებას, რომლებშიც ჩვენ კაპიტალი გვაქვს ჩადებული, ასევე ჩვენს სათავო თუ შვილობილ კომპანიებში. იმედია, მომავალში მათი დიდი ნაწილი დასაქმების ადგილს იპოვნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად სტუდენტებისთვის და, ასევე, იმ ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს ეძებს,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტირმა დავით საგანელიძემ.
მემორანდუმი გულისხმობს, პრაქტიკული, სამცნიერო-შემეცნებითი პროექტების, ასევე, კვლევების თემატური სემინარების ორგანიზებას სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.
მემორანდუმის მიზანია სოხუმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი და აფხაზი სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარჩვევებისა და გამოცდილების შეძენა-განვითარების ხელშეწყობა, ასევე, სამეცნიერო და ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაცია.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


