პოლიტიკა
„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ეწვია
„საპარტნიორო ფონდს“ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ხუანგ მუ ჰონგი და მისი დელეგაცია ეწვია.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ფონდის საქმიანობის, მანდატის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. ფონდის მენეჯმენტთან ერთად, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საინვესტიციო გარემოს კვლევისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდნენ. მათ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველო ინვესტორთათვის არაერთი ფაქტორის გამო, მიმზიდველი ქვეყანაა, მათ შორის, თავისუფალი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, სხვადასხვა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, მზარდი ფინანსური სექტორი და ა.შ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ და ჩინეთის 500 უდიდეს კომპანიას შორის შემავალი ჰოლდინგის (Zall-ის) შვილობილი HKB Import & Export Service-ის მენეჯერმა ძიენ ფენგ სუმ ხაზი გაუსვეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტ-იმპორტის საკითხი და „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივა, საქართველო კი, მათთვის სხვა ქვეყნებთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი დერეფანია.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინურ და ქართულ მხარეებს ინტერესთა არაერთი საერთო სფერო აქვთ. მხარეებმა შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს, რომ „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის საქმიანობა, შესაძლოა, სხვადასხვა სექტორში გადაიკვეთოს, მათ შორის, ექსპორტ-იმპორტი, ლოჯისტიკა, ტურიზმი, ჩაის წარმოება და ა.შ., რაც ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


