უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2019 15:45
font-size

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის, რომელიც ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „მედიანიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ქართული სახლი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაა საგამოფენო სივრცე, ქართული რესტორანი, მარანი, თონე, VIP ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის. თითოეული მათგანის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა. ამ მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოდან სპეციალურად გაიგზავნება 3-ტონიანი ქვევრი, საწნახელი და თიხის ჭურჭელი. ქართული რესტორანი, მარანი და თონე კი ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ დააგემოვნონ, არამედ შეისყიდონ ქართული პროდუქცია.

„ქართული სახლის“ გახსნის ცერემონიალისთვის საქართველოდან ბელარუსში გაიგზავნება ქართული წარმოების ყველა ის ღვინო, რომელსაც აკრედიტაცია აქვს მიღებული „ღვინის ეროვნული სააგენტოსგან“. ასევე, სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, „ქართული სახლში“ განთავსდება მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები.

„ქართული სახლი“ ოფიციალურად 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მიიღებენ. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დახმარებით, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, 6-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც მინსკში, გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, „ქართული სახლში“ განთავსდება.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი