პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს
მე-9 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს, ვიცე-სპიკერი კი, სერგი კაპანაძე იქნება.
ამასთან, როგორც ”ნაციონალური მოძრაობიდან” არჩეული დეპუტატების შეხვედრის შემდეგ სერგი კაპანაძემ განაცხადა, გაირკვა, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება.
“გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ ეს იყო უმცირესობის ლიდერთან დაკავშირებით. ასევე ამ გუნდმა მე შემარჩია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ეს გუნდიც და ჩვენი ამომრჩეველიც წარმოვადგინო ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და ასევე ფრაქციის ხელმძღვანელად შევჯერდით ნიკა მელია. დანარჩენი რამდენი ფრაქცია გვექნება, კომიტეტები და კომისიები, გვეცოდინება ხუთშაბათს,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ,,ნაციონალური მოძრაობა’’ სავარაუდოდ გიორგი ტუღუშს წარადგენს.
რაც შეეხება სხვა კომიტეტებს, პარტიაში კონსულტაციები კვლავაც გრძელდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


