პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო გახდეს
საპარლამენტო უმცირესობა სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო გახდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის ანგარიში უფრო მეტად ქმედითუნარიანი გახდება.
„ან უნდა გამკაცრდეს კანონო და სასტიკად დაისაჯონ ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამას არ ემორჩილებიან ან სახალხო დამცველის კანონი უნდა შეიცვალოს ან უბრალოდ უნდა ვაღიაროთ , რომ ეს ფაქტობრივად არის უუნარო ორგანიზაცია, რომელსაც არავითარ ანგარიშს არ უწევს დღევანდელი ხელისუფლება. და ხელისუფლება ფაქტობრივად არ უწევს ანგარიშს არც სახალხო დამცველს, არც პოლიტიკურ პარტიებს, არც საზოგადოებას. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მოხსენების იგნორირება ერთ-ერთი მაჩვენებელია ამ ხელისუფლების გასვლისა კონტროლის ზონიდან,“-აცხადებს გოცირიძე.
თავის მხრივ, ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციების იგნორირებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“
სერგო რატიანის განცხადებით, აუცილებელია, რომ ოპოზიცია იყო მობილიზებული და მოახდინოს სათანადო ზეწოლა მმართველ გუნდზე ომბუდსმენის რეკომენდაციები „ქართულმა ოცნებამ“ გაითვალისწინოს.
„სახალხო დამცველის ანგარიშში არის უამრავი შენიშვნა, რომელსაც შემდეგ პარლამენტი უბრალოდ აღარ ითვალისწინებს და ეს არ არის სახელმწიფოსთვის, ხელისუფლებისთვის სამოქმედო გეგმა. ეს არის უბრალოდ მოსმენა მოსმენისთვის. აუცილებელია, რომ ახალი სახალხო დამცველის შენიშვნები გადავიდეს შემდეგ პარლამენტის ანგარიშში და იყოს დავალება ასე ვთქვათ ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


