პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა ბიუროზე გაზპრომთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დღეს ბიუროს სხდომაზე გაზპრომთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს წარადგენს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტიის წევრები რუსულ ენერგოკომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გასაჯაროებას და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
„ჩვენ ვითხოვთ მთავრობის პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების გასაჯაროებას და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც ამ მოღალატეობრივ ხელშეკრულებას უკავშირდება. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს აჩვენებს რამდენად უსუსური და არაკომპეტენტურია ჩვენ სამთავრობო გუნდი, მაგრამ იმავდროულად ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზს თუ რამხელა პოლიტიკური ბერკეტები მოიპოვა რუსეთმა ჩვენს ხელისუფლებაზე,“ - განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა.
რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერს ,,ევროპული საქართველოც’’. ფრაქციის თავმჯდომარის, სერგო რატიანის ინფორმაციით, ,,ევროპული საქართველოც’’ დააყენებს ბიუროზე ინიციატივას გაზპრომის საკითხზე პოლიტიკური დებატების გამართვის შესახებ.
,,ჩვენ მას ასევე მხარს დავუჭერთ ბუნებრივია. აუცილებელია, რომ ეს ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. აუცილებელია გაიმართოს პოლიტიკური დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლება და კალაძე გაურბიან ამ საკითხზე საუბარს, ჩვენ იძულებულს გავხდით უმრავლესობას ისაუბრონ გაზპრომის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს სერგო რატიანი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


