სამართალი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი მოსამართლეს სთხოვს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს თხოვნით მიმართავს, რომ კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ გირაო ან შინაპატიმრობა შეუფარდოს.
„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირტიკაძის საქმეს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. უდავოა, რომ მისი ქმედებები პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს სამართლებრივად უნდა შეფასდეს. მან პასუხი უნდა აგოს თითოეულ იმ მოქმედებაზე, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა.
ამასთანავე, ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები – სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტები, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები და სხვა გადაცდომები, რომელთა გამოც, სასამართლომ ამ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა არა პატიმრობა, არამედ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.
სწორედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებიდან გამომდინარე, რათა არავის არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს, დავით კირკიტაძის მიმართაც შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამიტომ დავით კირკიტაძის საქმის განმხილველ მოსამართლეს ვთხოვ, აღკვეთის ღონისძიების სახით, მას შეუფარდოს არასაპატიმრო სასჯელის რომელიმე ფორმა – გირაო ან შინაპატიმრობა, თუ ეს შესაძლებელია“, – წერია დეპუტატის განცხადებაში.
გურჯაანის რაიონული სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა დავით კირკიტაძისათვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. ბრალდებამ განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ბრალდების პოზიციას არ ეთანხმება დაცვის მხარე.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


