პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობაში მინიმუმ სამი ფრაქცია შეიქმნება
საპარლამენტო უმრავლესობაში, უახლოეს მომავალში, სულ მცირე სამი ფრაქცია შეიქმნება.
შესაბამისი კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება 12 დეკემბერს იქნება მიღებული.
საუბარია, სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაზე, რომელსაც გია ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს, ასევე, „კონსერვატორების“ ფრაქციას გიგა ბუკიას ხელმძღვანელობით. ასევე, არსებული იფნორმაციით, ცალკე ფრაქციის შექმნას გედევან ფოფხაძეც გეგმავს.
როგორც საკითხის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა, დამატებითი ფრაქციების შექმნა მეტ დინამიკას შესძენს პარლამენტში პოლიტიკურ ცხოვრებას.
„უახლოეს პერიოდში შეიქმნება კიდევ მინიმუმ სამი ფრაქცია, რომელიც უმრავლესობის ფარგლებში, ვფიქრობ, უფრო მეტ ინტერესს და დინამიკას შესძენს პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არ უკავშირდება რაიმე ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას, ან დამატებით სირთულეებს, ბიუროკრატიულს თუნდაც. ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


