პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობაში 11- და 7-კაციანი ფრაქციები შეიქმნა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ორი ფრაქციის შექმნას. ესენია „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის“ და „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“.
ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკისთვის” 11 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე იქნება. მასში შევლენ ირაკლი ხახუბია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, ივლიანე წულაია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე და იოსებ მაკრახიძე.
ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ 7-კაციანი იქნება და მას ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე ზაზა პაპუაშვილი იქნება. მისი წევრები იქნებიან ამ ფრაქციის მდივანი ლევან გოგიჩაიშვილი, ასევე კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


