პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, არაერთ გახმაურებულ საქმეზე, კანონდარღვევაზე, ძალადობის შედეგად მოპოვებულ ჩვენებებსა და მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე საუბრობს.
აკაკი ზოიძის თქმით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მოხდეს გამოძიება იმ ფაქტებისა, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.
მისივე განცხადებით, აუცილებელია სუბელიანმა მტკიცებულებების სახით წარადგინოს ის "ტერბაიტები", რომელიც მას კომპრომატის სახით აქვს შენახული.
მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ შს მინისტრს პარლამენტში არა მარტო ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც იბარებს, რათა გიორგი გახარიამ არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს.
დეპუტატი საკითხზე არც საპარლამენტო კომისიის შექმნას გამორიცხავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


