პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს მოუწოდებს, ,,შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა“
საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,26 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე და სესიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მისი გამონათქვამებით უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. ამ ფონზე, ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც ძირითადი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ, პირიქით, სესიის მეორე დღეს თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, რაც ცხადყოფს, რომ პროცესი არის წახალისებული და მართული საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეთიკის ნორმებს არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე და ამას არ მოყვება სათანადო რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან - ეს არის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ. ვინაიდან, ეს გარემოებები საფრთხეს უქმნის სამომავლოდ კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, მოვუწოდებთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


