პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება
საპარლამენტო უმრავლესობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.
,,ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთი დაპირისპირება მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის თავიდან იქნა აცილებული.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რიჟვაძე ღირსეული კანდიდატია.
„ეს არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იყო წარმოდგენილი “ქართული ოცნების” მხრიდან და დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაუძღვება საქმეს, რომელსაც ჰქვია აჭარის განვითარება“- ამბობს კობახიძე.
თავის მხრივ, ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებს. მათი განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ზურაბ პატარიძის შემცვლელად ალტერნატიული კანდიდატურა უნდა წარედგინა.
„სამწუხაროა, რომ მარგველაშვილმა არ მისცა შანსი ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და პირდაპირ დაასახელა ოცნებისთვის სასურველი კანდიდატი“,- ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ არც არის გასაკვირი ის ნაბიჯი რომელიც მარგველაშვილმა გადადგა, გოცირიძის თქმით, პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდთან კონფროტაციას მოერიდა.
„არ წავიდა კონფროტაციაზე და არ მოინდომა აჭარის უზენაესი საბჭოს დაშლა, რაც ბუნებრივად იქნებოდა გასაკვირი“- ამბობს გოცირიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


