პოლიტიკა
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შოთაძეს და მირზა სუბელიანს დაკითხავს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოკვლევის ფარგლებში, ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს დაკითხავს.
"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, კომისიის სხდომები საჯარო იქნება და დაბარებული პირების მოსმენა საზოგადოებასაც შეეძლება.
"კომისია არ იქნება შეზღუდული არანაირი პირთა წრისთვის. ჩვენთვის არანაირი თამასა ან ზღვარი არ არსებობს თანამდებობის პირების. პირველ რიგში შევისწავლით სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დევს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. ეს სისხლის სამართლის საქმე დეტალურად გასავლელია და შემდგომ უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა წრე, ვინც უნდა მოვიდეს და კომისიის წინაშე მისცეს სავალდებულო ახსნა-განმარტება. უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე აუცილებლად იქნებიან იმ პირთა შორის, რომლებიც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს. კომისიის სხდომები იქნება საჯარო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი იქნება სახელმწიფო საიდუმლოების ან სხვა ტიპის სენსიტიური ინფორმაციის განხილვა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


