პოლიტიკა
საპარლამენტო კომიტეტების წევრთა რაოდენობა იზრდება
საპარლამენტო კომიტეტების შემადგენლობაში წევრთა რაოდენობა 2-2 წევრით იზრდება.
სიახლე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარადგინა.
,, სულ ცოტა ხნის წინ, სამი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა უმრავლესობის შემადგენლობაში, რაც რეგლამენტის თანახმად, არის იმის საფუძველი, რომ თავიდან მოხდეს კვოტების გადანაწილება კომიტეტებში. საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხზე და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პროპორციულობის მეტად დასაცავად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ კომიტეტებში წევრთა რაოდენობის გაზრდა. კერძოდ, იმ კომიტეტებში, სადაც წევრთა რაოდენობა იყო განსაზღვრული 17-ით, წევრთა რაოდენობა გაიზარდა 2-ით და გახდა 19, ხოლო იმ კომიტეტებში, სადაც წევრთა რაოდენობა იყო 15, რაოდენობა გახდა 17.
რაც შეეხება არსებულ კვოტებში რა ცვლილებაც განხორციელდა, ვინაიდან სამი ახალი ფრაქცია შეიქმნა, თითოეულ მათგანს თითო-თითო კვოტა განესაზღვრა ყველა კომიტეტში და გამომდინარე იქიდან, რომ 18 წევრი მოაკლდა ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას’’, შესაბამისად, ერთით ნაკლები კვოტა განესაზღვრა ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას’’ კომიტეტებში. ანუ, იქ სადაც არის 19-წევრიანი კომიტეტია, ,,ქართულ ოცნებას’’ ექნება უფლება რომ ჰყავდეს 9 წევრი, ხოლო იქ, სადაც არის 17-წევრიანი კომიტეტი, ,,ქართულ ოცნებას’’ ექნება უფლება, რომ ჰყავდეს 8 წევრი’’, - განმარტა გიორგი კახიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


