სამართალი
საპარლამენტო კომისია სამ არასრულწლოვანს გამოჰკითხავს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, კომისია 26-28 ივლისს სამ არასრულწლოვანს გამოჰკითხავს, რომლებიც საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ისინი გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.
როგორც აბესაძემ განაცხადა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომლისგანაც პროკურატურას ჩვენება არ მიუღია, საქმეში ფიგურანტების მეგობარი და უშუალო თვითმხილველია.
აბესაძის თქმით, მოწმეები მხოლოდ 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არ იქნებიან.
გუშინდელ სხდომაზე კომისიამ გამოჰკითხა საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ქალაქ თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე.
მოგვიანებით კი, კომისიის წევრებმა დახურულ რეჟიმში ორი არასრულწლოვნის ახსნა-განმარტება მოისმინეს.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მორიგი სხდომა 3 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიიწვევენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


