პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს ღონისძიებებს ესწრება
ბალტიის ქვეყნებში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი და დელეგაციის წევრი ბექა ოდიშარია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის, ნატო-სთან თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში13-17 მარტს მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრების დროს, განსახილველ საკითხებს ნატო-ს ვარშავის სამიტის შემდეგ ეროვნული საფრთხეების აღქმა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, ალიანსის ხედვები და სამომავლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროკავშირის და ევროპის უსაფრთხოების მიმართულებები წარმოადგენს.
13 მარტს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვილნიუსში, ლიტვის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელზეც რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის როლსა და მნიშვნელობაზე დისკუსია გაიმართა.
ქვეკომიტეტის ღონისძიებების ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის სამინისტროების წარმომადგენლებთან და სამხედრო ექსპერტებთან შეხვედრებს გამართავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


