საზოგადოება
სანიტარული ჭრის შედეგად დედაქალაქში 20 ათას ხეს მოჭრიან
დედაქალაქის მერიამ სანიტარული ჭრა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც გვიან ღამით, 24-ე სკოლის მიმდებარედ „ეკო-სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა რამდენიმე ხე მოჭრეს.
ადგილზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი იმყოფებოდა.
მისი თქმით, აღნიშნული ხეები სრულიად ჯანმრთელი იყო და მათი მოჭრის აუცილებლობის საკითხი არ იდგა.
„მერიას აქვს ტრადიცია, რაღაცას დააანონსებენ, ვითომ კარგ საქმეს დაიწყებენ და მერე აღმოჩნდება რომ ყველაფერი უკუღმაა. ვაგებთ სადაც დასაგები არაა გზებს, ვჭრით ხეებს, სადაც მოსაჭრელი არაა და მილიონები იხარჯება. საქმე კეთდება იმის კისერზე, რომ ეს ხეები აღარ იქნება,“ - ამბობს ვაჩეიშვილი.
მერიის ინფორმაციით კი, დაგეგმილი სანიტარული ჭრის შედეგად დედაქალაქში სულ 20 ათასი ხე უნდა მოიჭრას.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


