სამართალი
სანდრო გირგვლიანის მამა სტრასბურგის სასამართლოს წერილით მიმართავს
სანდრო გირგვლიანისა და ზურა გამცემლიძის ოჯახის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს სთხოვენ, რომ 8 მარტს, ვანო მერაბიშვილის საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, ობიექტურად წარიმართოს.
ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 8 მარტს სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის საქმეს ნონა წოწორია განიხილავს, რომელიც სტრასბურგში მოსამართლედ 2008 წლის შემდეგ გამწესდა.
გურამ გირგვლიანი აღნიშნავს, რომ ნონა წოწორია 2004-2008 წლებში იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, ასევე საკმაოდ დიდი თანამდებობები ეკავა კომისიის თავმჯდომარეობის რანგშიც.
„სწორედ ამ პერიოდში მოხდა ყველა გახმაურებული ამბავი – გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის მკვლელობები. მერაბიშვილის კისერზეა ჟვანიას და 150-მდე ადამიანის მკვლელობა. ციხიდან 800-მდე კუბო გამოიტანეს იმ დროს და სახალხო დამცველი კი, დღეს იმას განიცდის, რომ თურმე მერაბიშვილი ცუდ პირობებში ჰყავთ, ჩვენ კი ყველასგან მიტოვებული და არარაობად ჩათვლილი შვილმკვდარი მამები ვართ.
მეორე – ოთო კახიძეა, რომელიც არის ასევე ნაციონალური მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი და ყველა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელი. ამ ორ პიროვნებას დაემატა მესამე – უჩა ნანუაშვილიც. ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, იმის შესახებ, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. დიდი პალატა იხილავს მერაბიშვილის საქმეს მისი კამერიდან გაყვანაზეც, უჩა ნანუაშვილი კი გამოდის და ამ ფონზე აცხადებს, რა მდგომარეობაში ყოფილა ვანო მერაბიშვილი ციხეში. ვანო ცუდ მდგომარეობაშია და მისი მინისტრობის დროს პატიმრები ალბათ კარგ მდგომარეობაში იყვნენ. ეს სამი ადამიანი, რომლებიც დღეს იცავენ მერაბიშვილს, გარკვეულ ეჭვებს ამყარებენ.
ჩვენ ვითხოვთ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ სტრასბურგის დიდი პალატის იმ შემადგენლობას, რომელიც 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს. მოსამართლეები არ უნდა მოექცნენ საქართველოდან წარგზავნილი ნონა წოწორიას გავლენის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებს დანაშაულებრივი რეჟიმის დაცვისთვის. ნონა წოწორია არ იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ის იცავს ნაციონალური მოძრაობისა და ვანო მერაბიშვილის ინტერესებს. ამასთან, მიჩნდება ეჭვი, ხომ არ მოხდა საქართველოდან წარგზავნილი სამი მოსამართლის კანდიდატურის ხელოვნურად ჩაგდება, რადგან წოწორიას 1 თებერვალს გაუვიდა ვადა.
მე ევროპის საბჭოს ოფისის ხემლძღვანელს პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პირადად გადავცემ ევროპის სასამართლოში გასაგზავნ წერილს, რათა მოხდეს საქმის ობიექტურად წარმოება და მე მჯერა, რომ სტრასბურგის სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს“, -აღნიშნა გურამ გირგვლიანმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


