პოლიტიკა
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, ზუგდიდის მერის თანამდებობაზე შუალედურ არჩევნებზე კენჭს იყრის. სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება. განცხადება ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
„ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად - ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გაერთიანებული ოპოზიციისა და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა იმიტომ, რომ თავიდანვე ქალბატონ სანდრას უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი. მინდა გაგახსენოთ, რომ ქალბატონმა სანდრამ ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ მან უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაზე,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შარშან, სექტემბერში ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


