პოლიტიკა
სანამ ქუთაისი სხვა დატვირთვას არ შეიძენს, პარლამენტი აქ დარჩება - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქუთაისიდან პარლამენტის დედაქალაქში გადატანა არ იგეგმება.
კობახიძის თქმით, პარლამენტის ადგილმდებარეობა იქამდე არ შეიცვლება, სანამ ქუთაისი სხვა ფუნქციურ დატვირთვას არ მიიღებს.
„საუბარი იყო იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისი სხვა ფუნქციურ დატვირთვას შეიძენს, მას შემდეგ გადმოვა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში“, - თქვა კობახიძემ
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის ქუთაისში დარჩენის კიდევ ერთი მიზეზია წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებებია.
„ქუთაისში პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა გარკვეული დაპირებები მოსახლეობის მიმართ, განსაკუთრებით ქუთაისელი მოსახლეობის მიმართ, და ეს დაპირებები რაღაცნაირად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ცვლილებების განხორციელებისას. აქ ორი ვარიანტია: ერთი, რომ დარჩეს ის ჩანაწერი, რაც დღეს არის კონსტიტუციაში ან მეორე, რომ ამოვიღოთ ჩანაწერი და დარჩეს ამ ეტაპზე რეგლამენტში“, - თქვა კობახიზემ სხდომაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


