პოლიტიკა
სანამ ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას აართმევ, კარგად უნდა აუხსნა, ამას რატომ აკეთებ - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ,,ქართული ოცნების“ მიერ, ჯერ კიდევ არჩევნების მეორე ტურებამდე კონსტიტუციის ცვლილებაზე საუბარმა ცხადყო, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ,,არჩევანში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ მმართველი გუნდი მოსახლეობას არგუმენტირებულად არ აუხსნის, რატომ უნდა ჩამოერთვათ პრეზიდნეტის არჩევის უფლება, ეს პირადი ანგარიშწორების შთაბეჭდილებას დატოვებს.
,,ეს არის ქართველი ხალხის უფლება, რომელიც დამოუკიდევლობის პერიოდიდან გვაქვს და სანამ შენ ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს აართმევ (ეს სხვა არაფერი არაა, თუ არ ართმევა) ამ უფლებას, კარგად უნდა აუხსნა, ამას რატომ აკეთებ. იმითი ვერ აუხსნი, რომ მარგველაშვილი არ არის კარგი ადამიანი, ან კარგი პოლიტიკოსი და არ მოგწონს. შენ უნდა აუხსნა უფრო ფუნდამენტურად და თქვა, რატომ არ აქვს ჩვეულებრივ ამომრჩეველს აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი. ამ ახსნის გარეშე, ყველაფერი ეს ტოვებს პირადი ანგარიშწორების შთაბეჭდილებას.
როცა რაიმე იდეა ჩნდება, შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ თუ ეს იდეა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, რატომ უნდა გაკეთდეს ეს? ეს ტენდენცია როდესაც გაჩნდა, რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, გამოჩნდა, რომ ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


