სამართალი
სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, დანარჩენი წარმოუდგენელია საიდან გაჩნდა ჩემთან - ოთარ წოწორია
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას შეფასებით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა მის დის საქმიანობას უკავშირდება.
მისი თქმით, მომხდარი ანგარიშსწორებაა.
როგორც წოწორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩხრეკისას ამოღებული ორი სანადირო თოფი მას ეკუთვნის, ხოლო, მისივე თქმით, ერთი კისტის თოფი, პისტოლეტი და 100-მდე ვაზნა არასოდეს უნახავს.
„სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, რეგისტრირებულია, დანარჩენი წარმოუდგენელია საიდან გაჩნდა ჩემთან. ჩვენი სახლი არ იკეტება, ოჯახს არ ვტოვებთ 24 საათის განმავლობაში, უბრალოდ, სიმამრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რვა დღე სახლი იყო უკონტროლოდ. ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. ალბათ, ანგარიშსწორებაა“,-განაცხადა წოწორიამ.
გვიან ღამით, შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოთარ წოწორიას ბათუმის სახლიდან პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


