პოლიტიკა
სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს - თავდაცვის კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმაზე იმსჯელეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა და ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლებმა რეფორმის ძირითად მიმართულებებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე დისკუსია გამართეს.
სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ რეფორმით კონკრეტული შედეგები იყოს მიღებული, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და ერთობლივი მუშაობა. მისივე განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმით პრემიერ-მინისტრიც დაინტერესებულია და იგი მიმდინარე სამუშაო პროცესების საქმის კურსშია.
რაც შეეხება უშუალოდ რეფორმას, სესიაშვილის შეფასებით, იგი ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაიხვეწოს წვევამდელთა სისტემა, რადგან ნებისმიერი წვევამდელი მომავალი რეზერვისტია.
სამუშაო შეხვედრაზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკუთარ უწყებებში, წვევამდელთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის რეჟიმსა და პროცედურებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა, გარკვეულ უწყებებში, სტუდენტებისა და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიერ წვევამდელთა ჩანაცვლების შესაძლო მოდელებზეც იმსჯელეს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური რეფორმას საჭიროებს. ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და ყველა წვევამდელი სამხედრო მომზადებას გადის. მათთვის სოციალური პირობებიც გაუმჯობესდა და ისინი დასვენების უფლებითაც სარგებლობენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური არის კომპლექსური თემა, რადგან წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლა სხვადასხვა უწყებაში უწევთ. რეფორმაზე მუშაობას ვიწყებთ და სამუშაო პროცესში დავინახავთ, რომელ უწყებას რა ტიპის პრობლემები აქვს. ჩვენ საერთო პრინციპებზე შევთანხმდებით და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები დაესწრნენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმის ირგვლივ მსჯელობა და შეხვედრები ძალოვან სამინისტროებში პერიოდულად გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


